17:26 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 18:24:37, 623 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთი საქართველოში ჩაის განვითარების გრანდიოზულ პროექტს იწყებს

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს საქართველოში ჩაის ინდუსტრიის განვითრების პროექტთან დაკავშირებით ჩინური დელეგაცია ეწვია.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ჩაის პოტენციალის ათვისება ორ ქვეყანას შორის წამოწყებული „აბრეშუმის გზის“ ერთერთი მიმართულებაა და მას ჩინეთის სოფლის მეურნეობის განხრით არსებული სხვადასხვა ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების გაერთიანება - „ჩინეთის სოფლის მეურნეობის მეცნიერების ტექნოლოგიური ინოვაციების და მეწარმეობის კავშირი“ უზრუნველყოფს. 
აღნიშნული ჯგუფიდან სამეცნიერო კვლევით ცენტრში 10 კაციანი დელეგაცია ლი თონგპინის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. სტუმრებს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ უმასპინძლა. 

შეხვედრის მიზანი პროექტში არსებული სამეცნიერო საქმიანობების დაგეგმარება იყო. მხარეები შეთანხმდნენ პროექტის 5 საფეხურზე რაც ითვალისწინებს: საქართველოში არსებული ჩაის აღდგენას, ახალი ჩაის ბაღების გაშენებას, ჩაის მოყვანისა და გადამუშავების ახალი ტექნოლიგიების დანერგვას და სხვა რიგ სამეცნიერო საქმიანობებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ჩინურ მხარეს შორის სასტუმრო პრეფერენს ჰუალინგში გაფორმდება შეთანხმება „საქართველოს ჩაის ინდუსტრიის, ვაჭრობის, კულტურისა და ტურიზმის კომპლექს პროექტის“ შესახებ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics