03:21 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 23:49:35, 605 ნახვა

პოლიტიკა
ალასანია მეჭიაურის განცხადებებზე: ეს არის წმინდა რუსული პროპაგანდა

"ეს არის წმინდა რუსული პროპაგანდა" - ასე აფასებს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია თამაზ მეჭიაურის განცხადებებს გადაცემა "არჩევანში".

ალასანია "ნატოს" თემაზე თამაზ მეჭიაურისა და "რესპუბლიკური პარტიის" დაპირისპირებას "რუსულ თამაშს" უწოდებს და ასეთ განცხადებებს "საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს" უწოდებს.

„ეს არის წმინდა რუსული პროპაგანდა, რომ საქართველოში გააჩინოს შეკითხვები ნატოს მიმართ. მე მინდა, ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, მოდი, ეს კითხვა, გვინდა თუ არა ნატო, ვკითხოთ ჩვენს ქართულ ჯარს,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

ალასანია ქართულ ოცნებაში შექმნილ ვითარებაზეც საუბრობს და აღნიშნულს „მართვად ქაოსს“ უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

„ქართულ ოცნებაში პრაქტიკულად არის მართვადი ქაოსი, რომელიც ხელს აძლევს არაფორმალურ მმართველს, რომ მან უკეთ შეძლოს, როგორც მთავრობის, ასევე საპარლმენტო უმრავლესობის გაკონტროლება,“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics