00:47 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 13:24:15, 567 ნახვა

პოლიტიკა
ბურჯანაძე: საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ამ გამარჯვებისთვის

„საქართველომ დიდი  მსხვერპლი გაიღო ამ გამარჯვებისთვის, რომელიც ცხრა მაისს უკავშირდება“, - ამის შესახებ  „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა, სადაც მან უცნობი ჯარისკაცის  საფლავი გვირგვინით შეამკო.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ არ უნდა დაივიწყოს ის გამარჯება და ის ადამიანები, რომლებმაც 9 მაისის გამარჯვებას თავი შესწირეს.

„გულდასაწყვეტია ის ფაქტი, რომ ვეტერანთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. მათი ბრძოლა მაგალითი უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის, ახალი თაობისთვის თუ როგორ უნდა დაიცვა შენი სამშობლო და შენი ღირსება მაშინ,  როცა  მტერი ემუქრება იმას, რაც შენთვის მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ბურჯანაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics