07:08 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 18:40:57, 1381 ნახვა

მსოფლიო
CNN: აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჰილარი კლინტონის დაკითხვას გეგმავს

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ყოფილი სახელმწიფო მდივნისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ჰილარი კლინტონის დაკითხვას გეგმავს, - ამის შესახებ CNN იუწყება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამომძიებლებმა კლინტონის რამდენიმე თანაშემწე უკვე დაკითხეს. საქმე ჰილარი კლინტონის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას სამსახურეობირივი მიმოწერისას კერძო საფოსტო სერვერის გამოყნების საქმეს ეხება.

რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტობის კანდიდატმა აღიარა, რომ სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას 2009-2013 წლებში ელექტრონული მიმოწერის დროს არა სამსახურეობრივი, არამედ საკუთარ კერძო საფოსტო სერვერი შეცდომით გამოიყენა. სულ ჰილარი კლინტონის პირად ფოსტაში შენახული იყო 2200 ელექტრონული წერილი გრიფით “საიდუმლო”. სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციის შემცველი წერილების შენახვა და მათი გაგზავნა კერძო სერვერით უსაფრთხოების წესების დარღვევას წარმოადგენს.

როგორც რამდენიმე დღის წინ ამერიკულ ციხეში მყოფმა რუმინელმა ჰაკერმა განაცხადა, კლინტონის მიერ გამოყენებული კერძო საფოსტო სერვერი საერთოდ არ იყო დაცული.

CNN აღნიშნავს, რომ გამომძიებლებმა კლინტონის მიერ კანონის შეგნებულად დარღვევის მტკიცებულებები ჯერჯერობით ვერ აღმოაჩინეს. ჯერ უცნობია, როდის დაკითხავენ ყოფილ სახელმწიფო მდივანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics