13:53 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 13:36:52, 655 ნახვა

საზოგადოება
EBRD-ის დაფინანსებით, თბილისში ახალი ავტობუსები აგვისტოში შემოვა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)-ის დახმარებითა და დაფინანსებით თბილისი ახალ ავტობუსებს აგვისტოში მიიღებს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, EBRD თბილისის მერიასთან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც თბილისი გაზაფხულის ბოლოს დაახლოებით 60 ავტობუსს მიიღებს.

„ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი საქართველოს ერთ-ერთი დიდი და სოლიდური ინვესტორია. საქართველოში ევროპის ბანკმა 2.6 მილიარდ ევროზე მეტი ინვესტიცია ჩადო, მათ შორის როგორც საჯარო ისე კერძო სექტორში. ხოლო აგვისტოში თბილისი დაახლოებით 60 ავტომობილს მიიღებს. საბანკო სფერო, ენერგეტიკული სფერო, ასევე ინფრასტრუქტურა, ეს ის სფეროებია რომლებიც EBRD-ს აინტერესებს ჩვენს ქვეყანაში და ამას ადასტურებს თუნდაც ის პროექტები რომლებიც ახლახანს საქართველოსა და EBRD-ს შორის დამტკიცდა და განხორციელდა“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, EBRD-თან თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებს მოიცავს და საქართველოს განვითარებას შეუწყობს ხელს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics