|
2016-05-04 16:01:29, 1207 ნახვა
მსოფლიო
ევროკომისიამ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა
ევროკომისიამ თურქეთისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. შესაბამისი განცხადება მიგრაციის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე გააკეთა. საკანონმდებლო ინიციტივის წარდგენასთან ერთად ევროკომისიამ თურქეთის მიერ ვიზალიბრალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. “თურქეთის ხელისუფლებამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია 18 მარტს გამართული თურქეთ - ევროკავშირის სამიტის შემდეგ. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. იმის გათვალსიწინებით, რომ ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილდება სასწრაფო წესით, ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება წარადგინოს საკანონმდებლო ინიციატივა თურქეთსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. რა თქმა უნდა, კომისია გააგრძელებს კრიტერიუმის შესრულების მონიტორინგს”, - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა. თავის მხრივ, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ფრანს ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთმა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების მხრივ შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია. ამავე დროს, ტიმერმანსმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯერ კიდევ დარჩა დასაკმაყოფილებელი გარკვეული კრიტერიუმები. ევროკომისარმა მიგრაციის საკითხებში და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე საკანონმდებლო ინიციატივა კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ წარადგინეს. ცნობისთვის, კოსოვოსა და თურქეთის ვიზელიბარელიზაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)