|
2015-02-23 11:17:13, 722 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: არა ხელშეკრულებების, არამედ იმ პირობების გადახედვა მოხდება, რომელიც შეიძლება ტრეფიკინგის რისკს შეიცავდეს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, იმ ადამიანებს, რომლებიც შრომის ინსპექციით უკმაყოფილოები არიან, შინაარსის დეტალურად გაცნობის შემთხვევაში, კითხვები აღარ ექნებათ. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა. მისივე განმარტებით, შრომის ინსპექციის დანერგვა ბიზნესისთვის არანაირი საფრთხის შემცველი არაა. "შრომის ინსპექცია, ისევე როგორც შრომის საკითხებთან მიძღვნილი ნებისმიერი თემა, აუცილებელია განხილული იყოს სამმხრივ ფორმატში, სამი მხარე მოიაზრებს სახელწიფოს, პროფკავშირების და დამსაქმებლების ჩართულობას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თვეების განმავლობაში, როდესაც კონსულტაციები მიდიოდა, იმდენად რამდენადაც ეს თვისობრივად ახლი ინსტრუმენტია ჩვენს ქვეყანაში, იყო ხანგრძლივი კონსულტაციები. საბოლოოდ ჩვენ შევთანხმდით ასეთ ფორმაზე, რომ შრომის ინსპექცია რომ დაინერგოს, ამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალისტების გადამზადება( რაც არ არის მოკლე პერიოდი, რამოდენიმე თვე სჭირდება) და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციური ცვლილებების დახვეწა. თუ არ დავიწყებდით ამას, დაფუძნებას, ვერც გადავდგამდით შემდეგ ნაბიჯებს. რაც შეეხება იმას, რომ ყველა კმაყოფილი არაა ამ შრომის ინსპექციით, მას შემდეგ რაც დეტალურად გაეცნობიან შინაარს, აქ არანაირი კითხვა არ დარჩებათ და არანაირი საფრთხე არ შეექმნებათ",-განაცხადა დავით სერგეენკომ. კითხვაზე-რატომ გახდა საჭირო ხელშეკრულებების მონიტორინგი, სერგეენკომ განაცხადა, რომ მოხდება არა ხელშეკრულებების გადახედვა, არამედ იმ პირობების გადახედვა, რომელიც პოტენციალურად შესაძლოა ტრეფიკინგის რისკს შეიცავდეს. "ყველაზე მთავარი ამოცანა შრომის ინსპექციაში არის ტრეფიკინგი და უკანონო ექსპლოატაცია მუშახელის.ხელშეკრულებების გადახედვა როგორც ასეთი არ მოხდება, არამედ მოხდება იმ პირობების გადახედვა, რომელიც პოტენციალურად შეიძლება შეიცავდეს ტრეფიკინგის რისკს. ამ კუთხით იქნება გაანალიზებული",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)