16:38 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 12:10:51, 5449 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით, 7 პირი დააკავა

საფრანგეთის პოლიციამ ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით 7 პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია საშუალებები ავრცელებენ. 

როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა ერთ-ერთ რადიოში განაცხადა, ყველა პირი პოლიციამ ღამით დააკავა და ისინი ამჟამად  დაცვის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

თუმცა, პრემიერ-მინისტრმა დაკავების დეტალებზე არ ისაუბრა.

შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით  დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.

ცნობილია, რომ  ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე  ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics