12:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 15:36:18, 574 ნახვა

საზოგადოება
დიდუბეში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება 60 მისამართზე მიმდინარეობს

დიდუბის რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების მიერ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება მიმდინარეობს.

 თბილისის მერიის ინფორმაციით, 2016 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის  მონაცემებით, 14 ობიექტზე უკვე დასრულდა სხვადასხვა სახის სამუშაო. დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან კი ამ სამუშაოებისათვის 271 895 ლარი გამოიყო.

 ამ ეტაპზე, 60 ობიექტზე მიმდინარეობს  საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის: 17 მისამართზე მიმდინარეობს სადარბაზოს შიდა სარემონტო სამუშაოები, 20 ობიექტზე-ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოები, ასევე დაზიანებულ და ავარიულ სახლებს გამაგრებითი სამუშაოები უტარდება.

2016 წლის აპრილის თვეში დიდუბის რაიონის გამგეობაში სხვადასხვა თხოვნის საფუძველზე თანადაფინანსებული პროექტების განყოფილებაში 88 განცხადება აშესული.

განცხადებების დაფინანსება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics