|
2016-04-29 12:47:44, 534 ნახვა
პოლიტიკა
ხუხაშვილი: ბურჭულაძის პოლიტიკოსთა რეიტინგში შეყვანა შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ იგი პოლიტიკაში ინტეგრაციას აპირებს
„ქვეყანაში გარკვეულწილად შეიქმნა მოლოდინი, რომ პაატა ბურჭულაძე აპირებს პოლიტიკაში ინტეგრაციას“, - ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი IRI-ის კვლევის შედეგებს, რომლის თანახმადაც პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში პაატა ბურჭულაძე ლიდერობს. ხუხაშვილის შეფასებით, ბურჭულაძის ლიდერობა შესაძლოა გამოწვია იმან, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის კრიზისია. „გარკვეულწილად ქვეყანაში შეიქმნა მოლოდინი, რომ პაატა ბურჭულაძე აპირებს პოლიტიკაში ინტეგრაციას. გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური ელიტის კრიზისი გვაქვს ახალი ფიგურების გამოჩენა ყოველთვის საინტერესო ხდება და რაღაც ინტრიგას ქმნის. ალბათ ერთ-ერთი მიზეზი ეს არის. შეიძლება რაღაც სხვა მიზეზებიც არის, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცი“, - აღნიშნა ხუხაშვილმა. ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევების ანალიზის ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკოსთა მოწონების რეიტინგში "საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანელი პაატა ბურჭულაძე ლიდერობს 75%-ით, მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 64%%-ით, მესამე მეოთხე ადგილებს კი „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ინაწილებენ 60-60%-ით. რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილს კეთილგანწყობას, მას 56%-იანი მაჩვენებელი აქვს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერ დავით ბაქრაძეს კი, 54%-იანი მაჩვენებელი. რეიტინგში შემდეგ მოდიან ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი ლიდერი შალვა ნათელაშვილი - გამოკითხულთა 50 %-ის კეთილგანწყობით, პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი - 48%-იანი კეთილგანწყობით და ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე კეთილგანწყობის 36%-იანი მაჩვენებლით.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)