10:38 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-27 13:37:00, 608 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სასწავლო ცენტრს ახალი ელექტრონული ტესტირების სისტემა გადაეცა

იუსტიციის სასწავლო ცენტრს,  საქართველოს ადვოკატთა  ასოციაციის სასწავლო ცენტრისგან ახალი ელექტრონული საგამოცდო სისტემა გადაეცა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ცენტრიდან აცნობეს, მრავალფუნქციური ტესტირების პროგრამა სპეციალურად საკვალიფიკაციო გამოცდებისთვის არის შექმნილი და  საშუალებას იძლევა უსაფრთხო ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხდეს აპლიკანტთა გამარტივებული წესით რეგისტრაცია, ტესტირება, შედეგების მომენტალური დაჯამება და მათი გასაჩივრება. გარდა ამისა პროგრამა უზრუნველყოფს ელექტრონული სერტიფიკატის გაცემას.  

„სისტემა იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალებას მისცემს დახვეწოს გამოცდების ადმინისტრირების მეთოდოლოგია  და შეიმუშაოს შეფასების განსხვავებული ინსტრუმენტები, გარდა ამისა პროგრამა უზრუნველყოფს  ცენტრის ტესტირების სამსახურის გაძლიერებას და საგამოცდო პროცესების თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას“, - აცხადებენ იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

ცნობისთვის, იუსტიციის სასწავლო ცენტრი, კვალიფიციური კადრების შერჩევის მიზნით, ყოველწლიურად 10 000-ზე მეტი ადამიანისთვის ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ტესტირებას ატარებს. სასწავლო ცენტრის ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს  სახელმწიფო უწყებებისთვის გამოცდილი კადრების შერჩევა და შეფასება.

იუსტიციის სასწავლო ცენტრს ახალი ტესტირების პროგრამა, ადვოკატთა  ასოციაციის სასწავლო ცენტრთან დადებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გადაეცა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics