|
2016-04-27 12:23:29, 399 ნახვა
პოლიტიკა
Freedom House-ს კვლევის თანახმად, საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა სადაც მედია ნახევრად თავისუფალია
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ Freedom House-მა პრესის თავისუფლების 2016 წლის ინდექსი გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. რეიტინგში საქართველოს 49 ქულა აქვს მინიჭებული (0 ქულა საუკეთესო შედეგია). ამასთან აღსანიშნავია, რომ იგივე კვლევის თანახმად გასულ წელს საქართველოს 48 ქულა ჰქონდა. საქართველო კავკასიის რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მედიის მდგომარეობაა ნახევრად თავისუფალია. პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, რუსეთი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი არათავისუფალ ქვეყნებად არიან დასახელებული. ასევე, ევრაზიის რეგიონში საქართველო პირველ ადგილზეა. ცნობისთვის, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში მოხვდნენ ასევე მოლდოვა და უკრაინა. როგორც Freedom House-ის მკვლევარები აღნიშნავენ, მსოფლიოში პრესის თავისუფლების დონე ბოლო 12 წლის განმავლობში ყველაზე დაბალია, რაზეც ზეგავლენას ახდენს პოლიტიკა, კრიმინალი და ტერორიზმი. ყოველწლიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ პრესის თავისუფლებაზე ყველაზე დიდი ზეწოლა ხორციელდება ახლო აღმოსავლეთსა და თურქეთში. აღსანიშნავია, რომ სირია ჟურნალისტებისათვის კვლავ ყველაზე საშიშ ქვეყნად არის დასახელებული. შეგახსენებთ, რომ 2015 წელს სირიაში 14 ჟურნალისტი მოკლეს. ასევე ანგარშში აღნიშნულია, რომ თურქეთში გასულ წელს სამი სირიელი ჟურნალისტი მოკლეს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)