05:56 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 15:17:49, 778 ნახვა

სამართალი
ევა გოცირიძე: კანონშიც ბევრი ხარვეზია და ჩვენს საქმიანობაშიც

ჩვენს საქმიანობაშიც ბევრი ხარვეზია, ისევე როგორც თქვენს საქმიანობაში, - ასე მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ევა გოცირიძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც  ხშირად ხვდება, ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებენ.

„კანონშიც ბევრი ხარვეზია და ჩვენს საქმიანობაშიც ბევრი ხარვეზია, ისევე როგორც თქვენს საქმიანობაში არის ძალიან ბერვი ხარვეზი. მე მინდა, თქვენი ყურადღება მივაქციო იმ გარემოებასაც, რომ  დამკვირვებლები, რომლებიც ჩვენთან ხშირად მოდიან, ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებენ. როდესაც გავხედავ  თქვენ დამკვირვებლებს,  ყველა მათგანს ტელეფონში აქვს თავი ჩარგული და მხოლოდ მესიჯობით არიან დაკავებული. ეს ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას ახდენს. ეს მხოლოდ იუსტიციის საბჭოში არ ხდება. მე მქონია ასეთივე ტიპის ერთობლივი შეხვედრებში მონაწილეობის შესაძლებლობა უცხოეთშიც და იქაც თქვენი წარმომადგენლების ჩართულობის  და პასუხისმგებლობოს ხარისხი იყო ნულის ტოლი”, - განაცხადა გოცირიძემ.

მისივე განმარტებით, ხელაღებით იუსტიციის საბჭოს კრიტიკა უხერხულია.

როგორც გვენეტაძემ განაცხადა, გაუგებარია, არასამთავრობოების შენიშვნა მივლინების სტატისტიკასთან დაკავშირებით.

 „თქვენ არ გინდათ, რომ დადებითი მხარეებიც თქვათ. საუბარი და ბრალდება, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებს შორის არ არის განსხვავებული აზრი, არ შეესაბამება სიმართლეს”, - მიმართა გოცირიძემ არასამთავრობების წარმომადგენლებს.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო Holiday Inn-ში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის 2015 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქეთში ნატოს სამიტის წინ ჟურნალისტებისა და მასწავლებლების მასობრივი დაპატიმრებები მოხდა
ერთი ზეიმი, განსხვავებული კრიტიკა: კლინტონი, ბუში და ობამა აშშ-ში დემოკრატიის კრიზისზე საუბრობენ
როიტერი: ტრამპი ზელენსკის თურქეთში ნატოს სამიტის ფარგლებში შეხვდება
საწვავის კრიზისის ფონზე, ტრანსბაიკალიის მაცხოვრებლებს ჩინეთში საწვავის შევსებას სთავაზობენ.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics