|
2016-04-22 12:00:24, 416 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც სამართლიანობა და თანასწორობა განვითარების მთავარი პრინციპებია
ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, სადაც სამართლიანობა, სამოქალაქო უფლებების უზრუნველყოფა და თანასწორობა განვითარების მთავარი პრინციპებია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ გაერო-ს მაღალი დონის თემატურ დებატებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დონეზე განხორციელების ინტენსიური პროცესი დაიწყო და ისინი ქვეყნის სტრატეგიული პრიორიტეტების შესაბამისად ეროვნულ მიზნებად აქცია. გაეროს მაღალი ტრიბუნიდან მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს განვითარების მთავარ ამოცანაზე, რაც ქვეყნის ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას, მოქალაქეებისთვის სტაბილური გარემოს უზრუნველყოფას, ინსტიტუციების გაძლიერებასა და ეკონომიკურ პროგრესს გულისხმობს. მისი განცხადებით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინსტიტუციური რეფორმების პარალელურად, საქართველოს მთავრობამ დაიწყო ამბიციური ეკონომიკური დღის წესრიგის განხორციელება, რაც ქვეყნის მთავარი გამოწვევის - უმუშევრობისა და სიღარიბის დაძლევას ემსახურება. ამ პროცესში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ოთხ-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომელიც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მდგრადი განვითარების ამოცანების ეფექტიან შესრულებას. მინისტრის განცხადებით, მთავრობის რეფორმების დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა კერძო სექტორის განვითარებისთვის ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს შექმნას. ქვეყნის განვითარების გეგმებს შორის არის საჯარო მმართველობის რეფორმა და სამთავრობო უწყებების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, რასაც მთავრობის ერთიანი „ფრონტ ოფისის" შექმნის იდეა ემსახურება. მინისტრმა ქვეყნის და მთლიანად რეგიონის განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორად დაასახელა საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი რგოლის პოტენციალის გამოყენება. ამ ფუნქციის უკეთ განხორციელებისთვის კი მთავრობამ რეფორმირების ერთერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაისახა. საკუთარ გამოსვლაში საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობისა და ცალკეული მთავრობების ვალდებულებას - უზრუნველყონ თითოეული ადამიანისთვის რეალიზაციისა და განვითარების ხელსაყრელი პირობები. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ძლიერი საგანმანათლებლო სისტემის შექმნას, რომელიც საქართველოს მთავრობის ოთხ-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საკუთარი გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა მდგრადი განვითარების დღის წესრიგში კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. მისი განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობის მოვალეობაა ამ ადამიანებისთვის უზრუნველყოს სამართლიან და მშვიდობიან გარემოში განვითარების საშუალება. „მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ადამიანების, ასევე ამ რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების საჭიროებები. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ თანაბრად ისარგებლონ მდგრადი განვითარების დღის წესრიგით გათვალისწინებული სიკეთეებით",- განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)