15:39 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-19 11:52:03, 365 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: MAP-ი არის წარსული საქართველოსთვის

„MAP-ი არის წარსული საქართველოსთვის,“ - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ჟურნალისტებთან საუბრისას ნატოს სამოქმედო გეგმის საკითხს.

მინისტრის განცხადებით, ვარშავის სამიტზე, რომელსაც ის მინისტრის რანგში თავად დაესწრება, საქართველოს გაცილებით მეტი მოლოდინი აქვს.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს და ქვეყანამ ყველა ის დავალება შეასრულა, რომელიც მას ბრიუსელმა მისცა.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად, ხიდაშელის განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრია, რომელიც რამდენიმე კვირაში ამოქმედდება.

„MAP-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე ეს ასეც ითქვა, რომ MAP-ი გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მას არაფერი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან, რადგან შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. ამიტომ, ჩვენთვის MAP-ი არ არის ამოცანა,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics