|
2016-04-18 16:26:20, 665 ნახვა
საზოგადოება
ზაარბრიუკენის მოედანზე აღმოსავლეთ ევროპაში პირველი „მოქსის" ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო
თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე აღმოსავლეთ ევროპაში პირველი „მოქსის"(MOXY) ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. მშენებლობის დაწყების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა მშენებლობის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო ახალ სიცოცხლეს შესძენს თბილისის ისტორიულ უბანს. „მოხარული ვარ, რომ ამ ულამაზეს ადგილზე აშენდება ახალი სასტუმრო. ეს არის „ჯი-ემ-თი ჯგუფის" ინიციატივა, რომ აშენდეს „მარიოტის" ბრენდის ახალი ქვებრენდის, „მოქსის" სასტუმრო, რომელიც გათვლილი იქნება საშუალო და დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის მას ტურისტებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, 25 მილიონ დოლარზე მეტი იქნება ინვესტირებული ახალ სასტუმროში“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე განმარტებით, ახალი სასტუმრო განთავსებული იქნება უბანში, სადაც საქართველოს მთავრობა, თბილისის მერიასთან ერთად, ახორციელებს პროექტს - „ახალი ტფილისი." „სასიხარულოა რომ ეს სასტუმრო იქნება განთავსებული იმ უბანში, სადაც თბილისის მერიასთან ერთად წამოვიწყეთ პროექტი, რომელსაც ქვია „ახალი ტფილისი", რომელიც ამ უმშვენიერესი უბნის მთლიან რეკონსტრუქციას ისახავს მიზნად. აქ გაჩნდება ახალი მწვანე სივრცე, აღდგენილი იქნება მე–19/20 საუკუნეების მიჯნაზე არსებული ბაღების მთელი ქსელი და ფეხით სასიარულო სივრცე. ვფიქრობ, ასეთი ახალი სასტუმროს მშენებლობა კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობას შესძენს ამ რაიონს, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს და, რა თქმა უნდა, მეტ შემოსავალს მოუტანს ჩვენს თანამოქალაქეებს. „ჯი-ემ-თი ჯგუფი" ამ ინვესტიციას ახორციელებს აშშ-ის უცხოეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციასთან, „ოპიკთან" ერთად. „ოპიკის" მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას უცხოელი ინვესტორებისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი ტენდენცია ტურისტების და ვიზიტორების რიცხვის ზრდის კუთხით. ვფიქრობ, რომ საქართველო ერთ–ერთი მიმზიდველი ტურისტული მიმართულების ქვეყანაა და კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი საქართველოსადმი“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. პროექტით გათვალისწინებულია მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა, სადაც განთავსდება თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 130 ნომრიანი სასტუმრო „მოქსი", ასევე საოფისე, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების სივრცეები. მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)