03:23 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-20 16:43:19, 3200 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებთან მორიგი შეხვედრა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა ანდრია გოცირიძემ სტუმრებს 2014 წლის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო.

გასულ წელს შესრულებულ სამუშაოებზე საუბრისას,  კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელობამ ყურადღება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის მნიშვნელობაზე, მათ მხარდაჭერაზე, კიბერუსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცებასა და სამხედრო სწავლებაში  კიბერელემენტების ჩართვაზე გაამახვილა.

მოგვიანებით შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.  კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლებმა თავდაცვის ატაშეების რეკომენდაციები მოისმინეს.

შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი და მინისტრის მრჩეველი გიორგი ბეროშვილი დაესწრნენ.

ცნობისთვის, 2015 წელს  ბიუროს  მიზანს კიბერუსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლება, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება და მათი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ბიუროს დირექტორი მიმდინარე წლის პრიორიტეტებად სტუდენტებთან კომუნიკაციასაც ასახელებს. ანდრია გოცირიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს ყველა სამხედრო სწავლებაში ჩართული იქნება კიბერელემენტი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics