23:03 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-17 18:37:00, 1290 ნახვა

კომენტარი
შალვა საბაური: მახინჯი სისტემაა, თუ როგორია, სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ  სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა, არ უნდა არსებობდეს, თსუ-ს  თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური გამოეხმაურა.

მისი თქმით, სტუდენტური თვითმმართველობა, თუ როგორი სისტემაა, ეს არჩევნების გზით, სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ:

"მახინჯი სისტემაა, თუ როგორი სისტემაა, რეალურად სტუდენტებმა უნდა გადაწყვიტონ.ანუ, საერთო სტუდენტური პოზიცია, რომელიც არჩევნებზე ფიქსირდება ხოლმე, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ,რომ ქვევიდან ზევით მიმართული დემოკრატია თუ გვინდა გვქონდეს, სტუდენტებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რა მიოდელი სურთ. თუ ვსაუბრობთ ავტონომიაზე, არ მგონია მოთხოვნა, რომ საკანონმდებლო დონეზე შეიცვალოს და აქ გადაწყდეს თვითმმართველობა როგორი იქნება, ეს ნამდვილად ავტონომიურობის მოთხოვნა იყოს",-განაცხადა შალვა საბაურმა.

შეგახსენებთ, "აუდიტორია 115"-ის სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა  გიორგი  კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  რომ  სტუდენტური თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით, რომლითაც არსებობდა,  არ უნდ არსებობდეს. აღნიშნულ საკითხზე მომდევნო კვირაში პრემიერსა და სტუდენტებს შორის მორიგი შეხვედრაც დაიგეგმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics