|
2016-04-14 10:24:02, 420 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს ანგარიშის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში რეფორმები სწორ სტრატეგიულ ხედვას ემყარება
ევროპის საბჭოს შეფასებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე რეფორმები სწორ სტრატეგიულ ხედვას ემყარება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ემსახურება. ანგარიში - „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოქვეყნდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოწოდებულია განაგრძოს რეფორმების გატარება და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გზით, პენიტენციური სისტემის მუშაობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს. „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2012 წლიდან მასშტაბური ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა, რომლის ფარგლებში გაუმჯობესდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა; გადაიჭრა დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემა; 4 კვ მ-მდე გაიზარდა მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართობი; სამარტოო საკანში ყოფნის ვადა 20 დღიდან 14 დღემდე შემცირდა; გაუქმდა ე.წ. „ფუქსები“ და „კარანტინი“ და ამოქმედდა გონივრული მიღებისა და განთავსების თანამედროვე განყოფილება, სადაც ერთ სივრცეშია უზრუნველყოფილი უსაფრთხოების, სამედიცინო შემოწმების, ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისა და კრიზისის მართვისთვის აუცილებელი ღონისძიებები; სახალხო დამცველსა და პრევენციის ჯგუფის წარმომადგენლებს 2016 წლის 1 სექტემბრიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიენიჭება; შემუშავდა და დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროგრამა, რაც მსჯავრდებულთა წარმატებული რეაბილიტაციისა და დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა; შემუშავდა და დაინერგა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა; სამინისტროსთან შეიქმნა სპეციალური საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეფექტიან დიალოგს; შემუშავდა და დამტკიცდა პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი; გაიზარდა პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი; გაძლიერდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებები და ა.შ.“, - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოების, არასაპატიმრო სასჯელების დანერგვისა და მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის, ასევე, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა დასაქმების მიმართულებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მუშაობას აგრძელებს და ამ კუთხით, ახლო მომავალში, არაერთი ნოვაციის დანერგვას გეგმავს.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)