23:35 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 19:37:08, 684 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი „ახალი სკოლის“ მოსწავლეებს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი   საქართველოს საერთაშორისო სკოლა „ახალი სკოლის“  მოსწავლეებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, „ახალი სკოლის“  მოსწავლეები  „დევნილი ბავშვების“ თემაზე მუშაობენ და  მინისტრთან შეხვედრისას ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული სამუშაოებით  დაინტერესდნენ.

სოზარ სუბარმა მოსწავლეებისათვის საინტერესო ყველა შეკითხვას უპასუხა. მინისტრმა   ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ დევნილი ახალგაზრდები  საზოგადოებაში ინტეგრირებულები   და წარმატებულები არიან. 

შეხვედრისას მინისტრი სოზარ სუბარი მოსწავლეებს დაპირდა, რომ მათთან ერთად  ერთ-ერთ დევნილთა ჩასახლებას მოინახულებს, სადაც ბავშვებს თანატოლების პირადად გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ. 

„ახალი სკოლის“ მოსწავლეები „დევნილი ბავშვების“ თემაზე მუშაობის შედეგების შესაჯამებლად გამოფენას გამართავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics