10:18 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-13 11:18:01, 428 ნახვა

პოლიტიკა
გამოკითხულთა უმრავლესობამ - 43%-მა არ იცის რომელი პარტია გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში

გამოკითხულთა უმრავლესობამ - 43 %-მა არ იცის რომელი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო 31%-ის აზრით კოალიცია „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

კერძოდ, კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს რომელი პარტია/პოლიტიკური გაერთიანება გაიმარჯვებდა 43%-ს პასუხი არ აქვს, 31% თვლის, რომ „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებდა, 11% - „ნაციონალური მოძრაობა“, არცერთი - 5%, „თავისუფალი დემოკრატები“ – 4%, უარი პასუხზე 3%, სხვა 5%.

რაც შეეხება მეორე ადგილს გამოკითხულთა 9%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს, 5% - კოალიცია „ქართული ოცნება“, 14% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 6% - თავისუფალი დემოკრატები, უარი პასუხზე 0%, 8% - სხვა, ხოლო 7%-ს არ აქვს მეორე არჩევანი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანის რეჟიმის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყაველაშვილს აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებისთვის
უკრაინამ იერიში მიიტანა ყუბანში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე და როსტოვში მდებარე დიდ თავდაცვით ქარხანაზე
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics