|
2016-04-11 18:49:22, 657 ნახვა
საზოგადოება
ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელ პირველ ტესტირებაში თეა წულუკიანმაც მიიღო მონაწილეობა
ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელ საცდელ ტესტირებაში, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავდა, იუსტიციის მინისტრმაც მიიღო მონაწილეობა. ტესტი ენათმეცნიერმა ნინო შარაშენიძემ შეიმუშავა. საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში ქართული ენის ცოდნის დონის განმსაზღვრელი ორი ტიპის ტესტი შეიქმნა: პირველი განსაზღვრავს მშობლიური ენის ცოდნის დონეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მომუშავე ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირისათვის, ხოლო მეორე აფასებს ქართული ენის, როგორც უცხო ენის, ცოდნას ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებულ პრინციპებზე დაყრდნობით და ცოდნის A, B და C დონეებს განსაზღვრავს. ტესტირების გავლა იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს თეა წულუკიანმა შესთავაზა. მინისტრი პირადად ჩაერთო ტესტირების პროცესში, თავადაც გაიარა ტესტირება და თითოეულ თანამშრომელს შეატყობინა ამ შესაძლებლობის შესახებ. თუმცა, ქართული ენის ცოდნის დონის შემოწმება დღეს სხვა უწყებების წარმომადგენლებსა და მოქალაქეებსაც შეეძლოთ. პირველ ეტაპზე ქართულ ენაში ტესტირების გავლის სურვილი 313-მა მოქალაქემ გამოთქვა. მათგან 91 იუსტიციის სამინისტროს სისტემის თანამშრომელია. პროგრამამ, რომელიც სატესტო რეჟიმში მუშაობს, იმ მსურველთა ცოდნის დონე შეამოწმა, რომლებმაც რეგისტრაცია სხვებზე ადრე გაიარეს. მათ შორის იყო იუსტიციის სამინისტროს 26 თანამშრომელი და 40 დაინტერესებული პირი, რომლებიც სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ. საუკეთესო შედეგების მქონე 10 პირს სერტიფიკატები გადაეცემა დედაენის დღეს − 14 აპრილს. იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემუშავებული ტესტი ქართული ენის ცოდნის ყველა კომპონენტს განსაზღვრავს. გაგების, კითხვის, წერისა და მეტყველების ენობრივი უნარების გარდა, იგი იძლევა შესაძლებლობას, გაირკვეს გრამატიკული საკითხების ცოდნის დონე და ენობრივი კონსტრუქციების სწორად აგების უნარი. უშუალოდ გრამატიკული სავარჯიშოების გარდა, ის მოიცავს მოსმენილის გაგების, მეტყველების, დიალოგის წარმართვის და წერითი უნარების − ესეს დაწერის − კომპონენტს. ტესტირების გავლის შემდეგ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი, რომელიც ქართული ენის ცოდნის დონეს განსაზღვრავს. „ხშირად ვაწყდებით სიტუაციებს, რომ საჯარო სამსახურში მომუშავე ჩემმა ზოგიერთმა თანამშრომელმა ქართული ენის გრამატიკა მიივიწყა. ამიტომაც დღეს გადავწყვიტეთ, ერთმანეთს შევეჯიბროთ დედაენის ცოდნაში, საბოლოოდ კი იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ შექმნილი ქართული ენის ეს ტესტი მოქალაქეობის საკითხთა განმხილველ კომისიას დაეხმარება. ასევე, ვთვლი საჭიროდ, რომ დედაენაში ყველა ამჟამინდელი თუ მომავალი თანამშრომლის ცოდნის დონე შემოწმდეს, რადგან, როცა წერ კანონებს, გაქვს ყოველდღიური ურთიერთობა 30 000 მოქალაქესთან, ვალდებული ხარ, თავად აჩვენო სახელმწიფო ენის სამაგალითო ცოდნა“, − განაცხადა მინისტრმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)