21:16 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 19:54:35, 530 ნახვა

საზოგადოება
კახა კახიშვილი სახალხო დამცველს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს   წარმომადგენლებთან ერთად, დღეს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა და უჩა ნანუაშვილმა შეხვედრაზე უახლოეს თვეებში სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების  უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ რეგულაციებზე იმსჯელეს.  

„სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რომელიც ომბუდსმენსა და მის წარმომადგენელს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების  საშუალებას მისცემს. ეს საკითხი მინისტრის ბრძანებით უნდა დარეგულირდეს. ბრძანების პროექტი სახალხო დამცველთან ერთად განვიხილეთ, რადგან არ მინდა ფოტოგადაღებასთან დაკავშირებული წესები ერთპიროვნულად განვსაზღვრო“,  - განაცხადა კახა კახიშვილმა.

უჩა ნანუაშვილი ფოტოგადაღების უფლების მინიჭებას დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, საკითხის დარეგულირების მიზნით შესაბამისი ბრძანების პროექტი  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლობით მომზადდება.

კანონის თანახმად, სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღებების უფლება 2016 წლის 1 სექტემბრიდან მიენიჭება. აღნიშნული ღონისძიება პენიტენციური სისტემის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics