02:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-08 13:05:30, 1281 ნახვა

მსოფლიო
სინაიში "ისლამური სახელმწიფოს" ტერაქტს 7 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა

ეგვიპტეში კერძოდ კი სინაის ნახევარკუნძულზე, აფეთქების შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, 15 კი დაშავდა, - ამის შესახებ Reuters იტყობინება.

როგორც მედია საშუალება იუწყება, გარდაცვლილთა შორის არიან 5 ეგვიპტელი ჯარისკაცი, 1 სამხედრო ოფიცერი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. მედია საშუალების ინფორმაციით, ტერორისტებმა ჯავშანტრანსპორტიორი ააფეთქეს.

"ისლამურმა სახელმწიფომ" ტერაქტზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო.

წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობები გზის გასწვრივ იყო დამონტაჟებული. ასაფეთქებელი მოწყობილობები მას შემდეგ ამოქმედდა რაც გზაზე ჯავშანტრანსპორტიორმა გაიარა.

ადგილობრივი მედია საშუალებები ეგვიპტელ სამხედროების წარმომადგენლებთან კონტაქტს ვერ ახერხებენ.

შეგახსენებთ, რომ "ისლამური სახელმწიფო" სირიის, ერაყის და ლიბიის საკმაოდ დიდ ტერიტორიას აკონტროლებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics