|
2016-04-07 13:09:14, 622 ნახვა
პოლიტიკა
BBC: ყარაბაღის კონფლიქტში საქართველო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, რუსეთს საომარი მოქმედებები აწყობს
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით საქართველო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, - ამის შესახებ BBC იტყობინება. როგორც მედია საშუალება იუწყება, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ყარაბაღის კონფლიქტის შეფასებისას ქართველი პოლიტიკოსები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ და ცდილობენ, არც ერთი მხარეს პოზიცია არ დაიკავონ. BBC-ის ინფორმაციით, პოლიტოლოგები ქართველი პოლიტიკოსების ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ, თუმცა მათივე თქმით, თუ საომარი მოქმედებები მთიან ყარაბაღში გაღვივდება, ეს საქართველოზეც ნეგატიურად აისახება. ექსპერტების ვარაუდით, ის რომ 5 აპრილს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს, ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ საომარი მოქმედებები უფრო მასშტაბიანი ვერ გახდება. BBC ასევე საქართველოს პარლამეტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის კომენტარსაც ავრცელებს. "შეშფოთებულები ვართ, იმ კონფლიქტით, რომელიც ჩვენს ორ მეგობარ ქვეყანას შორის ხდება. ჩვენი პოზიცია არის უცვლელი: გვინდა, კავკასიაში მშვიდობა იყოს, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და სამეზობლოში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მედია საშუალებამ ხაზი ოპოზიციონერ პოლიტიკოსების კომენტარებსაც გაუსვა. მათი თქმით, ყარაბაღის კონფლიქტში გარკვეულ მონაწილეობას ოფიციალური კრემლიც იღებს. პოლიტოლოგის კორნელი კაკაჩიას თქმით, კრემლის ჩართულობაზე კონფლიქტში ჯერ არაფერი მეტყველებს. როგორც პოლიტოლოგმა აღნიშნა, რუსეთი გაურკვეველ პოზიციაზე იმყოფება და კონფლიქტში აქტიურად და ღიად არ ერთვება. "რუსეთს არ უნდა არც სომხეთს და არც აზერბაიჯანს აწყენინოს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რუსულ-თურქული კონტექსტი. რუსეთის კონფლიქტში ჩარევა თურქეთის ავტომატურად ჩარევასაც გულისხმობს. ამ სიტუაციაში ოფიციალურ კრემლს ყველაზე მეტად ორივე მხარეს დასუსტება აწყობს, რათა ორივე ქვეყანამ დახმარების თხვონით მიმართოს, რაც რუსეთის კავკასიაში გაძლიერებას გულისხმობს. ყარაბაღის კონფლიქტი უკრაინიდან მთელ ყურადღებას გადაიტანს, რაც რუსეთს ასევე აწყობს. აღსანიშნავია, რომ რუსეთი როგორც შემარიგებელი ქვეყანა გამოვა და შეძლებს სამშვიდობოების ყარაბაღის ტერიტორიაზე განლაგებას", - განაცხადა პოლიტოლოგმა BBC-თან ინტერვიუში. პოლიტოლოგის თქმით, ომის გაღვივების შემთხვევაში საქართველოს იმიჯი დაზარალდება. არც ერთ ინვესტორს არ ენდომება ინვესტიციების ჩადება ქვეყანაში, რომლის მახლობლად ომი მიმდინარეობს. გარდა ამისა, საქართველო არის ტრანზიტული ქვეყანა და ეს კიდევ ერთ პრობლემას ქმნის. მანვე აღნიშნა, რომ საქართველომ ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს. კაკაჩიას თქმით, საქართველოს ჯერ არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ კონფლიქტში სხვა სახის როლი ითამაშოს და შემრიგებელ ქვეყნად გამოვიდეს. პოლიტოლოგმა მაგალითად შვეიცარია მოიყვანა, რომელიც საქართველო-რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრების მასპინძელია.
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)