|
2016-04-07 12:04:48, 5016 ნახვა
კულტურა
მიმდინარე თვიდან მასშტაბური პროექტი - Check in Georgia იწყება
საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარე თვიდან მასშტაბური პროექტი - Check in Georgia იწყება. პროექტის შესახებ დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, კულტურის მინისტრის მოადგილე კახი კანდელაკმა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ისაუბრეს. Check in Georgia კულტურული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში გაიმართება. "ჩვენ ვიწყებთ ახალ ძალიან მასშტბაურ პროექტს, რომელიც არის საქართველო-მსოფლიოს კალენდარზე. ინგლისურად ჩვენ მას დავარქვით "Check in Georgia". აღნიშნული პროექტი პრაქტიკულად მთელ საქართველოს მოიცავს. ეს იქნება კონცერეტებისა და ღონისძიებების სერია, რომლის ძირითადი ამოცანა არის ის, რომ საქართველო გახდეს კულტურული ცენტრი რეგიონში. კონცერტები მნიშვნელოვანი წამახალისებელი ღონისძიებებია, რომელიც ზრდის ტურიზმს. რობი უილიამსი ჩვენ 27 მაისს გვეწვევა და „დინამოს“ სტადიონზე გაიმართება კონცერტი. მან ფეისბუქის გვერდზე დადო აფიშა. მას მხოლოდ „ფეისბუქის“ გევრდზე 4 მლნ მნახველი ყავს და იქ არის პირდაპირ დადებული, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისთვის იგი იქნება ჩვენს ქვეყანაში და ამით ამაღლდება ჩვენი ქვეყნის ცნობადობა" ,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. პროექტი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)