13:07 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-18 12:02:27, 274 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვისკენ 600-ზე მეტი დრონი მიფრინავდა: დედაქალაქის ყველა აეროპორტი დაიხურა

18 აგვისტოს ღამესა და გამთენიისას მოსკოვსა და მის შემოგარენში ძლიერი აფეთქებები ისმოდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებს იგერიებდნენ, რის გამოც დროებით დაიხურა დედაქალაქის ყველა აეროპორტი.

მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა სოციალური ქსელებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 17 აგვისტოს საღამოდან 18 აგვისტოს 05:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 620-ზე მეტი დრონი მოფრინავდა. მისივე თქმით, უშუალოდ მოსკოვის რეგიონში 180 უპილოტო აპარატი განადგურდა, ნამსხვრევების ჩამოცვენის ადგილებზე კი საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ, თუმცა მერს კონკრეტული ლოკაციები და მიყენებული ზიანი არ დაუზუსტებია. რუსულ სახელმწიფო სააგენტო „ტასზე“ დაყრდნობით გავრცელებული ცნობით, ეს იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მოსკოვზე თავდასხმის ყველაზე მსხვილი მცდელობა.

უკრაინული მონიტორინგის არხის, Exilenova+-ის ინფორმაციით, იერიშის ერთ-ერთ სავარაუდო სამიზნეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა წარმოადგენდა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის ივნისში ორჯერ დაარტყეს, რის შედეგადაც საწარმომ მუშაობა ექვსი თვით შეაჩერა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა მოგვიანებით დაადასტურა, რომ დრონებით შეტევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. თავდასხმამ გამოიწვია ხანძრები და დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო და ენერგოობიექტები, ასევე კომპანია Wildberries-ის საწყობი.

ოფიციალური მოსკოვი საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ განხორციელებულ ყველა იერიშს „ტერორისტულს“ უწოდებს. თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მსგავსი იერიშები წარმოადგენს „სამართლიან პასუხს“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ თავდასხმებზე. კიევის განმარტებით, ამ მოქმედებების მთავარი მიზანია რუსეთის მოსახლეობამ საკუთარ თავზე იგრძნოს კრემლის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები, შეეზღუდოს აგრესორს აგრესიის დაფინანსების წყაროები და აიძულონ იგი მშვიდობისკენ.

 





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
JPG X Dodonut ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
თბილისის მერია აღმაშენებლის გამზირის ნაწილის რეაბილიტაციას გეგმავს
უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ჰორმუზის სრუტეში გემზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics