|
2026-07-28 12:04:18, 669 ნახვა
პოლიტიკა
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. პრეზიდენტის განცხადებით, ვიზიტის ფარგლებში იგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მისი ადმინისტრაციის წევრებსა და იმ პირებს შეხვდება, რომლებიც უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაში მონაწილეობენ. ზელენსკის თქმით, შეხვედრების მთავარი პრიორიტეტი ანტიბალისტიკური თავდაცვა და აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება იქნება. „პრიორიტეტი ნომერი პირველი ანტიბალისტიკური თავდაცვა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობაა. მშვიდობა უფრო უნდა მოახლოვდეს“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის სახელით ვაშინგტონში პატივს მიაგებს გარდაცვლილი ამერიკელი სენატორის, ლინდსი გრემის, ხსოვნას. „მთელი უკრაინის სახელით პატივს მივაგებთ ლინდსი გრემის ხსოვნას და ცერემონიაზე გავიხსენებთ მის ძალისხმევას ევროატლანტიკურ რეგიონსა და მსოფლიოს სხვა ნაწილებში უსაფრთხოებისა და თავისუფლების გასაძლიერებლად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)