|
2026-07-21 11:33:36, 1101 ნახვა
პოლიტიკა
კალაძის თქმით, რუსთაველის რეაბილიტაცია 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება და ნოემბერში დასრულდება
კახა კალაძის თქმით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისის 00:00 საათზე დაიწყება და ნოემბრის ბოლოს დასრულდება "სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ ორ კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების განახლება - შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. ამასთანავე, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა. განახლდება არსებული მწვანე სივრცეები და დაირგვება ხე-მცენარეები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მიმზიდველ და ეკოლოგიურად გაუმჯობესებულ გარემოდ აქცევს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის" - თქვა კალაძემ ცნობისთვის, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია რამდენჯერმე გადაიდო. კალაძემ 2026 წლის აპრილში თქვა, რომ რეაბილიტაცია მაისში დაიწყებოდა, იგივე განცხადება გააკეთა თებერვალშიც, მაშინ კალაძე სარეაბილიტაციო სამუშაოების ზაფხულის ბოლოს დასრულებას პროგნოზირებდა. გასული წლის ოქტომბერში კალაძემ რეაბილიტაციის დაწყება "ახალი წლების მერე" დააანონსა. თბილისის ცენტრალური გამზირის რეაბილიტაციის შესახებ თავდაპირველად, კახა კალაძემ 2023 წელს თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა. იგი მაშინაც ამბობდა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წელს დაიწყებოდა და 2 ეტაპად ჩატარდებოდა
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)