|
2026-07-17 16:11:18, 2179 ნახვა
პოლიტიკა
ComCom-მა ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულა ტერმინების გამო ამჯერად 5 000 ლარით დააჯარიმა. კომუნიკაციების კომისია მის მიერ ჩატარებული პერიოდული მედიამონიტორინგის საფუძველზე ტელეკომპანია ფორმულას ბოლო ოთხ თვეში მაუწყებლობის შესახებ კანონის იმ მუხლის დარღვევას, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, მესამედ ედავება. მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა ამჯერად „ფორმულას“ ეთერში 15 ივნისიდან 17 ივნისის ჩათვლით პერიოდში გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად დაამონიტორინდა და მიიჩნია, რომ ტელეკომპანიამ მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის - სამართლიანობა და მიუკერძოებლობა მე-5 პუნქტი დაარღვია. ახალი ამბების პროგრამაში საკითხის მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქების მაგალითებით დასაბუთებისას დეპარტამენტი მოხსენებით ბარათში უთითებს, რომ ფორმულა სადავო სიუჟეტებში სისტემატურად იყენებს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად: „ოცნების ხელისუფლება“, „ქართული ოცნების პრეზიდენტი“, „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პრემიერი“, „ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტრო“, „რეპრესიული კანონონები“, „ოცნების რეჟიმის რეპრესიები“, „რაც სახელმწიფო ორგანოების/ინსტიტუციების საქმიანობის მიმართ მაუწყებლის მოსაზრებისა და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას წარმოადგენს“. ამ და მსგავსი ტერმინების გამოყენებისთვის, 21 მაისს კომუნიკაციების კომისიამ ფორმულა უკვე დააჯარიმა ამავე მუხლის დარღვევისთვის 2 500 ლარით. მაშინ მონიტორინგი 21-23 აპრილს მიმდინარეობდა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)