|
2026-07-17 14:53:56, 1640 ნახვა
საზოგადოება
ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირება ახალ ფაზაშია, აშშ-მა ირანზე იერიშის მე-6 ტალღა განახორციელა
ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება ახალ, ფაზაში გადავიდა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო იერიშების მეექვსე ტალღა განახორციელა, რაც ჰორმუზის სრუტესა და მის მიმდებარე წყლებზე კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (Centcom) ცნობით, დარტყმები მიმართული იყო ირანის სამხედრო ლოჯისტიკაზე, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო მეთვალყურეობის ინფრასტრუქტურაზე. პარალელურად, ამერიკულმა საზღვაო ძალებმა ირანის პორტების ბლოკადა დაიწყეს და რამდენიმე ნავთობტანკერი გადაამისამართეს. ირანული მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამერიკულმა იერიშებმა სამხედრო ობიექტების გარდა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც დააზიანა — მათ შორის ხიდები, ელექტროსადგურები, რკინიგზის სადგური და აეროპორტი, რამაც რამდენიმე პროვინციაში ენერგომომარაგების გათიშვა და მსხვერპლი გამოიწვია. თავის მხრივ, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) საპასუხო დარტყმები მიაყენა აშშ-ის ობიექტებს ომანში, სირიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, ხოლო ქუვეითში ირანულმა იერიშებმა წყლის გამტკნარებისა და ენერგოსისტემის ინფრასტრუქტურა დააზიანა. კრიზისის პარალელურად, სრულად პარალიზებულია ჰორმუზის სრუტე — გლობალური ენერგომომარაგებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზღვაო არხი, რაც თეირანმა ფაქტობრივად ჩაკეტა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო (IEA) ნავთობის მიწოდების შეფერხებისა და გლობალური ეკონომიკური რისკების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. შექმნილი კრიტიკული ვითარების ფონზე, ჩინეთმა და პაკისტანმა მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და დიპლომატიურ მოლაპარაკებებთან დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)