|
2026-07-10 14:53:27, 732 ნახვა
პოლიტიკა
CNN წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ირანს ტრამპის მკვლელობის გეგმა აქვს
ისრაელმა ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუზიარა სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ირანმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავა, - ამ ინფორმაციას CNN ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში აშშ უწყვეტად აკვირდებოდა ტრამპის მკვლელობის შესაძლო გეგმებს, თუმცა ისრაელის გაფრთხილება ახალი ინფორმაციას წარმოადგენდა და კონკრეტულ შეთქმულებას ეხებოდა. წყაროებმა ისიც განაცხადეს, რომ აშშ-ს თავად არ შეუმოწმებია ეს ინფორმაცია და არც ისრაელის გაფრთხილებამდე ადევნებდა თვალს ამ კონკრეტულ საქმეს. აშშ-ის მთავრობა დიდი ხანია აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ირანი შესაძლოა შეეცადოს ტრამპის მკვლელობას. ეს იქნება შურისძიების მიზნით, 2020 წელს მისი ბრძანებით განხორციელებული დრონის დარტყმის გამო, რასაც ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამავდროულად, ირანელი საზოგადოება ტრამპის სიკვდილს მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიის დროს ითხოვდა. “რამდენიმე დღის წინ, ორ ქვეყანას შორის დაირღვა 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც საომარი მოქმედებები უნდა დაესრულებინა. მიუხედავად იერიშების განახლებისა და ტრამპის განცხადებისა, რომ ირანთან ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი (MoU) „დასრულდა“, ვაშინგტონი და თეირანი მუშაობენ ბირთვულ შეთანხმებაზე, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უნდა დაიდოს”, - CNN-ის ცნობით, განაცხადა აშშ-ის თანამდებობის პირმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)