2026-07-02 13:04:37, 262 ნახვა
პოლიტიკა
აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დიმიტრი მედვედევი დაესწრება
რუსეთში ირანის ელჩის განცხადებით, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი დაესწრება.
ხამენეის დაკრძალვას დაესწრება „ოცნების“ პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ესმაეილ ბაღაეიმ სამშაბათს განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებს არ ექნებათ „პატივი“ დაესწრონ ირანის მოკლული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას, რადგან ისინი ომის დროს „ისტორიის სწორ მხარეს არ იდგნენ“.
აღსანიშნავია, რომ ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვაზე ქართული ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილიც მიდის. ეს ინფორმაცია ადმინისტრაციამ უკვე დაადასტურა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,