23:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 14:39:43, 298 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პეტერ ფიშერმა თავისი ქმედებებითა და განცხადებებით ქართულ საზოგადოებას დაანახა მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი.

როგორც კალაძემ მედიასთან აღნიშნა, ელჩობის პერიოდში პეტერ ფიშერმა ყველაფერი გააკეთა, რათა გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაეფუჭებინა.

„ფიშერი არის „კარგი“ მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი. მან თავისი ქმედებებით და განცხადებებით დაამტკიცა ეს და აჩვენა ქართულ საზოგადოებას. ყველაფერი გააკეთა დიპლომატიური ჩარჩოების საპირისპიროდ. მისი განცხადებები, შეფასებები, ექსტრემისტული, ძალადობრივი დაჯგუფებების წახალისება და ხელშეწყობა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი.

მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არსებული ურთიერთობები, რაც იყო ჩვენს სახელმწიფოებს შორის, არათუ რაიმე პოზიტიური შეეტანა, არამედ ცდილობდა ყველაფერი გაეფუჭებინა“, – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს ფიშერის მიერ საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულების ნიშნად გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, პეტერ ფიშერი არის წარმომადგენელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც საქართველოში აგენტურის ხელით მოქმედებენ.

„აგენტურაზე როდესაც ვსაუბრობთ, ქვეყნის შიგნით გვყავს კონკრეტული ადამიანები, შეიძლება, იყვნენ დაჯგუფებები, კონკრეტული პოლიტიკური პარტია შეიძლება, შექმნან, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ისინი არიან აგენტები და იმართებიან გარედან.
როდესაც ვსაუბრობდით გლობალური ომის პარტიაზე, „დიფ სთეითზე“, არავის სჯეროდა, გახსოვთ, როგორ ქილიკობდნენ, მაგრამ როდესაც აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ღიად ისაუბრა ამ ყველაფრის შესახებ, მაშინ მიხვდნენ, რომ არ ვცდებოდით. რა თქმა უნდა, ეს კონკრეტული ელჩი არის წარმომადგენელი იმ გარე ძალებისა, რომლებიც ქვეყანაში, აგენტურის ხელით, ცდილობდნენ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალებები, დაპირისპირება, შეექმნათ ექსტრემისტული და ძალადობრივი ჯგუფები და მოეხდინათ რევოლუციები“, – განაცხადა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics