|
2026-06-30 11:04:44, 1894 ნახვა
პოლიტიკა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობითვე, პირველ საქმეზე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რაც შეეხება მეორე საქმეს, უწყების ცნობით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერი დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება". - წერს უწყება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)