|
2026-06-29 23:20:54, 5345 ნახვა
რეგიონი
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აზერბაიჯანელი პოლიტპატიმრებისა და საზოგადო მოღვაწეების ჯგუფმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს 1 ივლისს აზერბაიჯანში ვიზიტამდე ღია წერილით მიმართა. წერილის ავტორები მიესალმნენ ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განვითარებას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ გრძელვადიანი თანამშრომლობა მხოლოდ სტრატეგიულ და ეკონომიკურ ინტერესებზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. მათ მოუწოდეს ევროკომისიის პრეზიდენტს, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების ცენტრალურ თემად აქციოს ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და ფუნდამენტური თავისუფლებები და მოითხოვოს ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება. გარდა ამისა, წერილის ავტორებმა იმედი გამოთქვეს, რომ ფონ დერ ლაიენის ვიზიტი მოიცავს შეხვედრებს დამოუკიდებელ ჟურნალისტებთან, ბლოგერებთან, ადამიანის უფლებათა დამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ზეწოლისა და რისკების მიუხედავად აგრძელებენ მუშაობას. ისინი თვლიან, რომ ასეთი ნაბიჯი აჩვენებს ევროკავშირის ერთგულებას არა მხოლოდ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ დემოკრატიული ღირებულებების დაცვის მიმართაც.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)