|
2026-06-29 14:30:43, 2897 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დაუსვეს კითხვა. „მგონი, მთლიანად პროცესი ძალიან გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რამდენადაც ეს შეიძლება იყოს, როცა საქმე ეხება პერსონალურ ინფორმაციას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ პენიტენციური სამსახური ჩართულია. მათ შორის არა მხოლოდ სამსახურის ექიმებს, ხოშტარიას პირად ექიმებსაც შეუძლია მისი მონახულება. რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური. ზედმეტი პოლიტიზება არაფერს მოუტანს არავის, არც არასდროს მოუტანია. ასე რომ, ვინმე თუ გულშემატკივრობს ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას, მთავარია, სამედიცინო მონაცემებს და ექიმების მონაცემებს მიყვნენ. სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა პატიმრისთვის უფასო სამედიცინო დახმარებას, ჯანმრთელობაზე ზრუნვას. როგორც ყველა სხვა პატიმრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს უფასო სამედიცინო დახმარებას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)