23:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-29 14:28:04, 533 ნახვა

ეკონომიკა
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო

ავიაკომპანიამ Flyone მოლდოვის დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელსაც ტავ ჯორჯია მართავს კიშინაუდან პირველი რეისი უკვე მიიღო. ბათუმის აეროპორტში კიშინაუდან პირველ მგზავრებს სიმბოლური ღონისძიებით დახვდნენ.

Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით, მოლდოვის დედაქალაქიდან  ბათუმში ავიაკომპანიამ პირველი რეისით, 182 მგზავრი ჩამოიყვანა, ბათუმი-კიშინაუს რეისზე კი 161 მგზავრი იყო, რაც აღნიშნულ მიმართულებაზე მაღალი მოთხოვნის არსებობაზე მიუთითებს.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, ავიაკომპანია Flyone კიშინაუ-ბათუმი-კიშინაუს საჰაერო ხაზზე რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. ამ ეტაპზე ფრენები ორშაბათსა და ხუთშაბათს სრულდება, 14  ივლისიდან კი ემატება ოთხშაბათიც.

Flyone მოლდოვური ავიაკომპანიაა, რომლის მთავარი ბაზაც კიშინაუს საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. კომპანია ახორციელებს რეგულარულ და ჩარტერულ რეისებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აღნიშნული ავიაკომპანიის შვილობილი ბრენდი, Flyone Armenia-ც ოპერირებს და სომხეთის დედაქალაქიდან კვირაში სამჯერ ასრულებს ფრენებს.

Flyone-ის ფლოტი (სომხურ შვილობილ კომპანიასთან ერთად) ჯამში 10-ზე მეტ საჰაერო ხომალდს მოიცავს და ძირითადად Airbus A320 და A321 ტიპის თვითმფრინავებისგან შედგება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics