|
2026-06-26 21:42:27, 4404 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა. დაპირისპირება საპარლამენტო ტრიბუნაზე გიორგი შარაშიძის სიტყვას მოჰყვა, რა დროსაც ქართული ოცნების დეპუტატები რეპლიკებს აკეთებდნენ. „უსინდისოები და უზრდელები თქვენკენ მოიკითხეთ. პრემიერი, რომელიც არის ქვეყნის კონსტიტუციით პირველი პირი, თავად აღიარებს, რომ პარტიაში მეორე კაცია. სამარცხვინო თქვენკენ მოიკითხეთ, თქვენ არაფერი მოგემატებათ ამ გამოძახილებით, ისევ ისეთივე არჩილ გორდულაძე იქნებით.“ - თქვა შარაშიძემ ხელჩართული ჩხუბის დაწყებამდე. "როცა გიორგი შარაშიძე გამოდიოდა სიტყვით, მან კიდევ ერთხელ შეახსენა [ქართულ ოცნებას] ის, რომ ისინი არღვევენ ოკუპაციის შესახებ კანონს, ასევე ისინი არ იცავენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამას მოჰყვა ჩვენს უკან მსხდომი დეპუტატების მხრიდან შეურაცხყოფა, გიგა ფარულავას მიმართ, რაზეც ფარულავამ უპასუხა, რომ არ შეიძლებოდა ეს და ამის შემდეგ უკვე მოხდა ეს ფიზიკური დაპირისპირება და პირველი ძალადობაზე გადავიდა დეპუტატი ირაკლი ხელაძე", - თქვა გახარიას პარტიის წევრმა, ვიკა ფილფანმა. "ქართული პცნების" პრემიერის თქმით აგენტურან საკუთარი სახე კიდევ ერთხელ აჩვენა. პარლამენტში პარტია „გახარია საქართველოსთვის” წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. მათი განცხადებით, სასწრაფო დახმარება დასჭირდა მათ შორის დეპუტატ გიგა ფარულავას. ფრაქციის კაბინეტში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა. როგორც „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები აცხადებენ, ყველა დეპუტატის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)