|
2026-06-26 16:28:09, 3753 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
„ყველაფერი ჩემი ბრალია – ეს გინდათ თქვენ“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს შეკითხვაზე, რომელიც ლოტკინზე, სკვერში მომხდარ შემთხვევას ეხებოდა – მოზარდს ატრაქციონი დაეცა. ადგილობრივები „ტვ პირველთან“ ამბობენ, რომ მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. კალაძის თქმით, „კონკრეტულ შემთხვევებზე მიმდინარეობს გამოძიება“ და „მოჰყვება პასუხისმგებლობა“.
გუშინ, 25 ივნისს, ნაძალადევის გამგეობამ განაცხადა, რომ „მყარი კონსტრუქცია სკვერში მოზარდებმა დააზიანეს“. გამგეობის თქმით, რომ მყარი კონსტრუქცია სკვერში განთავსებული იყო „ყველა სტანდარტის დაცვით, გულისხმობს ე.წ. დაანკერებას და იგი არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს იქ მყოფთათვის“.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)