02:14 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-22 12:12:21, 1730 ნახვა

სამართალი
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე

[საგზაო მოძრაობის წესების] დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - ამის შესახებ საქართველოს სანქცირებულმა  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

როგორც დარახველიძემ თქვა, თუკი არის სიჩქარის მცირედი გადაჭარბება, პირი ნაკლები ოდენობის თანხით დაჯარიმდება, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება.

„რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მთავარი მიზანია, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაცული იყოს. ამ წესების დაცვას უზრუნველყოფს ერთი მხრივ, მძღოლების მხრიდან იმ წესების განუხრელად დაცვა, რაც კანონით არის განსაზღვრული. რა თქმა უნდა, სახელმწიფო გააგრძელებს სწორ ადმინისტრირებას იმისათვის, რომ თითოეული გადაცდომის ფაქტი დროულად იქნას გამოვლენილი და ამ გამოვლენილ ფაქტზე მოხდეს შესაბამისი რეაგირება. წარმოდგენილი ცვლილებებით, დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება. თუკი არის სიჩქარის მცირედი გადაჭარბება, ნაკლები ოდენობის თანხით, 50 ლარით დაჯარიმდება, ხოლო სიჩქარის გადაჭარბების ზრდასთან ერთად, უფრო მაღალი ტიპის ჯარიმები იქნება. შესაბამისად, დიფერენცირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ მცირე ტიპის გადაცდომაზე დაბალი ტიპის ჯარიმით მოხდეს რეაგირება, ხოლო მაღალი გადაჭარბების შემთხვევაში, უფრო მაღალი ჯარიმები იქნება. დიფერენცირება საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეულ სამართალდარღვევაზე ეფექტურად მოვახდინოთ რეაგირება", - განაცხადა დარახველიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics