|
2026-06-22 12:09:31, 3120 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
პარტია დროა განცხადებით ეხმაურება მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერის შესრულებას და წერს, რომ ქვეყმო ქართლში საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ბავშვებისა და ახალგაზრდების ინდოქტრინაციის, რადიკალიზაციისა და რეკრუტირების მაღალ დონეზე აწყობილი სქემა მოქმედებს, რომლის უკანაც ირანის ტერორისტული რეჟიმი დგას. დროას განცხადების თანახმად, მთავარი დანაშაული, რასაც ივანიშვილი ამ მიმართულებით ჩადის, არის სასათბურე პირობების შექმნა ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს. "ქვემო ქართლის რეგიონში, საგანგაშო ზღვარს აღწევს ირანის ტერორისტული რეჟიმის პოლიტიკური, იდეოლოგიური და ოპერატიული გავლენა, ირანული ქსელის გაფართოების ტენდენცია, რასაც აბსოლუტურად შეგნებულად ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმი. ცნობისთვის, იმამ ალის მეჩეთში ხშირად იმართება ანტიამერიკული და პროირანული ქადაგებები. შეგახსენებთ, რომ 13 მარტს მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ალ ყუდსის დღესთან დაკავშირებით ახუნდმა რასიმ მამედოვმა, რომელიც ასევე ფონიჭალის მეჩეთ "აჰლი ბეითის" ხელმძღვანელია, ქადაგება წარმოთქვა და განაცხადა, რომ ისრაელის დედაქალაქი, იერუსალიმი, "მუსლიმებს ეკუთვნის".
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)