|
2026-06-19 20:25:19, 3181 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთში ვიზიტი საქართველოსთან ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ტაჯიკეთში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა ერთობლივ კომუნიკეს და თანამშრომლობის გაღრმავებისკენ მიმართულ ორმხრივ დოკუმენტებს. ირაკლი კობახიძის თქმით, მისი ვიზიტი საქართველო-ტაჯიკეთის ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს. კობახიძის განცხადება ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთდა. კობახიძემ აღნიშნა, რომ განიხილეს თანამშრომლობის სხვადასხვა სფერო, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ურთიერთქმედება. „მოხარული ვარ, რომ ოფიციალური ვიზიტით ვარ ტაჯიკეთის რესპუბლიკაში. ჩვენს ხალხებს ისტორიულად აქვთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული განსაკუთრებული ურთიერთობა. თუმცა, ეს საქართველოდან ტაჯიკეთში პირველი მაღალი დონის ვიზიტია და მას ისტორიული შეიძლება ვუწოდოთ“, - განაცხადა კობახიძემ. მან ხაზი გაუსვა საქართველოს დაინტერესებას ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებით. პრემიერ-მინისტრმა ასევე მიულოცა ტაჯიკეთს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავი და მადლობა გადაუხადა ქვეყნის ხელმძღვანელობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება, თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის, ასევე კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებსა და ტურიზმის სფეროში. შეხვედრის შემდეგ მიღებულ იქნა ერთობლივი დოკუმენტი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და გაძლიერების შესახებ.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)