05:05 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-19 11:45:46, 979 ნახვა

პოლიტიკა
ყირგიზეთის შემდეგ კობახიძე ტაჯიკთში წავიდა

ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა. ინფორმაციას ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"დუშანბეს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ირაკლი კობახიძეს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი კოხირ რასულზოდა დახვდება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა ტაჯიკ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.

საქართველოს მთავრობის მეთაურს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლებს ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ემომალი რახმონი. შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია პრემიერმინისტრის შეხვედრა ტაჯიკეთის რესპუბლიკის უმაღლესი კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარესთან" - წერია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში მაკა ბოჭორიშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, დავით სონღულაშვილი, გივი მიქანაძე, თინათინ რუხაძე და ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ყირგიზეთში 2026 წლის 11-12 ივნისს პირველი მაღალი დონის ვიზიტი ბიშკეკში და შეხვედრა პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვთან. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics