05:24 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-18 17:07:58, 2976 ნახვა

პოლიტიკა
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელმა დირექტორმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სანქცირებული, პროპაგანდისტული TV იმედის წინააღმდეგ, ცილისწამების ბრალდებით, სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე ისაუბრა. 

"ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საქმე ეხება ტელეკომპანიის და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ჩემ წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან ცილისმწამებლურ კამპანიას, თითქოსდა ქართველი ხალხის დასჯას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ვითხოვ. 

იმედის წინააღმდეგ შეტანილი სასჯელი არ ეხება მხოლოდ ჩემზე გავრცელებულ ტყუილს. ეს საქმე ეხება იმასაც, თუ როგორ ცდილობს ხელისუფლება სხვებს გადააბრალოს პასუხისმგებლობა საკუთარი პოლიტიკის შედეგებზე. 

ეს სარჩელი შევიტანე არა მხოლოდ, როგორც დეზინფორმაციის სამიზნემ, არამედ, როგორც ორი შვილის დედამ და ამ ქვეყნის მოქალაქემ", - თქვა ნინო ლომჯარიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics