|
2026-06-16 14:18:40, 1754 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ევიან-ლე-ბენში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის დაწყებამდე ორმხრივი შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას CNN საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პირველი საკითხი, რის შესახებაც ემანუელ მაკრონი ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, ზელენსკისა და ტრამპს შორის შესაძლო შეხვედრა იყო. „მაშ ასე, პირველ რიგში, გაქვთ თუ არა ორმხრივი შეხვედრა ორგანიზებული პრეზიდენტ ტრამპთან?“ - მიმართა მაკრონმა ზელენსკის და შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა. CNN-ის ცნობით, ტრამპის ოფიციალურ გრაფიკში ზელენსკისთან ორმხრივი მოლაპარაკებები არ შედის, თუმცა ასეთი სამიტების დროს შესაძლებელია და ხშირად ხდება კიდეც იმპროვიზირებული შეხვედრების ორგანიზება. CNN-ი ასევე ხაზს უსვამს, რომ „დიდი შვიდეულის“ მასპინძლის რანგში, მაკრონმა ზელენსკი სამიტის ფარგლებში გასამართ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია იმ იმედით, რომ მისი ყოფნა ხელს შეუწყობს უკრაინის საკითხის მიმართ ჯგუფის მხარდაჭერას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)