|
2026-06-11 11:05:16, 1366 ნახვა
მსოფლიო
20-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების გამო
ოცდაორმა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა და ევროპულმა სახელმწიფოებმა, ირანი მათ ტერიტორიაზე თავდასხმების ორგანიზებაში დაადანაშაულეს. „ჩვენს ტერიტორიაზე ადამიანების მკვლელობის, გატაცების, დევნის, დაშინების ან სხვაგვარად თავდასხმის მცდელობები ძირს უთხრის ეროვნულ სუვერენიტეტსა და საერთაშორისო ნორმებს. ეს ქმედებები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია ხუთშაბათს, 11 ივნისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში. გერმანიამ, ალბანეთმა, ავსტრალიამ, ბელგიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, ბულგარეთმა, კანადამ, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, საფრანგეთმა, ფინეთმა, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, ახალმა ზელანდიამ, ჩრდილოეთ მაკედონიამ, ნორვეგიამ, პორტუგალიამ, შვედეთმა და შეერთებულმა შტატებმა ასევე მოუწოდეს თეირანს, შეწყვიტოს თავდასხმები. განცხადების თანახმად, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) და მისი საზღვარგარეთული შტოს, „ყუდსის ძალების“ დაზვერვის სამსახურები ირანელი დისიდენტების, ჟურნალისტებისა და ებრაული თემების წინააღმდეგ „სასიკვდილო შეთქმულებებსა და მავნე საქმიანობაში“ არიან ჩართულნი. ქვეყნებმა თეირანი ევროპაში თავდასხმების კამპანიის ორგანიზებაში დაადანაშაულეს, რომელიც ირანთან დაკავშირებულ ჯგუფ „ჰარაკათ აშაბ ალ-იამინ ალ-ისლამიას“ (რაც „მარჯვენა ხელის თანამგზავრების ისლამური მოძრაობა“) მიეწერება. მანამდე მან აიღო პასუხისმგებლობა ებრაულ თემებზე თავდასხმებსა და სინაგოგების ცეცხლის წაკიდებაზე დიდ ბრიტანეთში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)