05:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-09 14:24:35, 2005 ნახვა

საზოგადოება
გალტ & თაგარტმა საქართველოს, იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკურ ტენდენციებზე ქუთაისში კონფერენცია გამართა

გალტ & თაგარტმა ქუთაისში ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია „ეკონომიკური ტენდენციები საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში“ გამართა. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო გალტ & თაგარტის მიგნებები საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების, მაკროეკონომიკური მოლოდინებისა და დასავლეთ საქართველოს ორი მნიშვნელოვანი რეგიონის - იმერეთისა და სამეგრელოს - ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ.

კონფერენციაზე გალტ & თაგარტის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ  საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა წარმოადგინა და 2026 წლის პროგნოზებზე ისაუბრა. გალტ & თაგარტი 2026 წელს საქართველოს ეკონომიკის 7%-იან ზრდას პროგნოზირებს და საქართველო ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად რჩება რეგიონში.

კონფერენციის მეორე ნაწილი იმერეთისა და სამეგრელოს ეკონომიკებს დაეთმო. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, იმერეთი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მესამე რეგიონია და ქვეყნის ეკონომიკის 7.7%-ს ქმნის, ხოლო სამეგრელოს წილი 5.5%-ს შეადგენს, რაც რეგიონს მეხუთე ადგილზე აყენებს.

გალტ & თაგარტის შეფასებით, იმერეთის ეკონომიკა ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის გასამმაგდა და 2025 წელს 8.1 მილიარდ ლარს მიაღწია. რეგიონში ეკონომიკური აქტივობა არაერთ დარგზე, მათ შორის, მრეწველობაზე, სოფლის მეურნეობაზე, განათლებასა და უძრავ ქონებაზეა გადანაწილებული.

სამეგრელოს ეკონომიკაც სტაბილური ზრდით ხასიათდება. ბოლო ათ წელიწადში რეგიონის ეკონომიკა ასევე თითქმის სამჯერ გაიზარდა და 2025 წელს 5.8 მილიარდ ლარს მიაღწია. რეგიონში განსაკუთრებული მნიშვნელობა ტრანსპორტისა და მრეწველობის სექტორებს აქვს, რომლებიც ეკონომიკის დაახლოებით მესამედს ქმნის.

ღონისძიების ფარგლებში განხილული იყო ურბანიზაციის, უძრავი ქონების ბაზრისა და საინვესტიციო აქტივობის ტენდენციებიც.

გალტ & თაგარტის კვლევების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს: https://galtandtaggart.com/ka/research





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics