|
2026-06-09 11:58:28, 2624 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია კიევს E3 ფორმატში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში დაეხმარებიან. ამის შესახებ მან The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა დიდ ბრიტანეთთან ერთად ევროპული ანტიბალისტიკური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესაძლებლობაზე მუშაობს. „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. ეს ჩვენ გვჭირდება და დიდ ბრიტანეთს სჭირდება“, - აღნიშნა მან. სახელმწიფოს მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ E3-ის ქვეყნები მხარს უჭერენ რუსეთზე სანქციების ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას. ადრე ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან მოლაპარაკებები გამართა და დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)