02:31 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-04 14:52:47, 1190 ნახვა

მსოფლიო
ერაყელმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ციხიდან 1,5 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს

ერაყელმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" "ციხიდან" 1,5 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Middle East Eye პოლიციის პოლკოვნიკზე ფადელ ალ-ნიმრავზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ერაყელმა სამხედროებმა ციხე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ქალაქ ჰიტის ნაწილი დაიკავეს. ის მიწისქვეშ იყო განლაგებული.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ჰიტი ანბარის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. ეს ქალაქი სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილზეა, რადგან ასადის ავიაბაზასთან მდებარეობს.

ერაყმა ამ ქალაქის დასაბრუნებლად ფართო მასშტაბიანი იერიში დაიწყო. ოფიციალურმა ბაღდადმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბევრი საბრძოლო მოქმედება განახორციელა, რაც ტერორისტებისთვის საზიანო აღმოჩნდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics